ნოიერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააგრძელა
ნოიერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააგრძელა

მიუნხენის „ბაიერნმა“ მეკარე მანუელ ნოიერთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. მხარეებმა 2023 წლის 30 ივნისამდე მოქმედი ხელშეკრულება გააგრძელეს.

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს არ მსურდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან არ ვიცოდი, ზოგადად როგორ იქნებოდა საქმეები ფეხბურთთან დაკავშირებით. ახლა, როცა ყველაფერი ცხადი გახდა, მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ. „ბაიერნში“ თავს ძალიან კომფორტულად და მყუდროდ ვგრძნობ. ეს კლუბი იყო და რჩება ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ“, – განაცხადა ნოიერმა.

34 წლის მეკარე „ბაიერნს“ 2011 წელს შეუერთდა. გუნდთან ერთად მან შვიდჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ხუთჯერ გერმანიის თასი და ერთხელ – ჩემპიონთა ლიგა. ის უეფას ვერსიით საუკეთესო მეკარედ ოთხჯერ აღიარეს.