ნოიერი გამოჯანმრთელდა და „რეალთან“ ითამაშებს #1TVSPORT

17:51, 30.03.2026

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი კუნთის ტრავმის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა, – წერს გაზეთი Bild-ი.

40 წლის ფეხბურთელი შეძლებს შაბათს, 4 აპრილს „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ გამოსვლას. ასევე, ნოიერს შეუძლია, ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ.

გარდა ამისა, „ბაიერნის“ მეორე მეკარე იონას ურბიგი ამ კვირას დაუბრუნდება ვარჯიშებს საერთო ჯგუფში და მოხვდება „ფრაიბურგთან“ მატჩის განაცხადში.

მსგავსი