40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი მიუნხენის „ბაიერნთან“ კიდევ ერთი სეზონით გააგრძელებს კონტრაქტს. ამის შესახებ სიციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა მაქსიმილიან კოხმა.
აღნიშნავენ, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება და მალე ელოდებიან ოფიციალურ დადასტურებას ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე.
ნოიერი კვლავინდებურად გრძნობს, რომ ოპტიმალურ ფორმაშია, კლუბი კი კმაყოფილია მისი თამაშით. მომდევნო სეზონში ნოიერი და ახალგაზრდა მეკარე იონას ურბიგი გაიყოფენ სათამაშო დროს.
ამ სეზონში ვეტერანმა მეკარემ ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაუშვა.