ბორჯღალოსანების შეხვედრების მსაჯთა ვინაობა ცნობილია | ნოემბრის ტესტ-მატჩები
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში სამ ტესტ შეხვედრას გამართავს. „ბორჯღალოსნები“ 10 ნოემბერს ფლორენციაში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
საშინაო შეხვედრები კი 17 ნოემბერს, სამოას წინააღგმდეგ მატჩით დაიწყება. ერთი კვირის შემდეგ, ანუ 24 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ტონგას შეხვდება.
უკვე ცნობილია სამივე შეხვედრის მსაჯთა ბრიგადების ვინაობა, რომლებიც ნოემბრის ტესტ მატჩებს მოემსახურებიან.
იტალია – საქართველო: მთავარი მსაჯი – გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია), პირველი ასისტენტი – ფრენკ მარფი (ირლანდია), მეორე ასისტენტი – შუჰეი კუბო (იაპონია), გრემ ჰიუზი (ინგლისი)
საქართველო – სამოა: მთავარი მსაჯი – კარლ დიქსონი (ინგლისი), პირველი ასისტენტი – ბენ უაითჰაუსი (უელსი), მეორე ასისტენტი: სემ გროუ უაითი (შოტლანდია), ბრაიან მაკნაისი (ირლანდია)
საქართველო – ტონგა: მთავარი მსაჯი – მეტიუ რეინალი (საფრანგეთი), პირველი ასისტენტი – პიერ ბრუსე (საფრანგეთი), მეორე ასისტენტი – თომას შარაბასი (საფრანგეთი), ენდრიუ მაკმენემი (შოტლანდია)