ნკუნკუ „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT
ნკუნკუ „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT

„ლაიპციგის“ ფორვარდი კრისტოფერ ნკუნკუ „ჩელსიში“ გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ დაწერა.

აღნიშნავენ, რომ ფრანგი თავდამსხმელი 2023 წლის ზაფხულიდან გადავა „ჩელსიში“. ლონდონურმა კლუბმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. „ჩელსი“ ამ ტრანსფერისთვის გერმანულ კლუბს 70 მილიონ ევროს გადაუხდის.

ამ სეზონში ნკუნკუმ ბუნდესლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.