„ნიუკასლმა“ მთავარ მწვრთნელთან, ედი ჰაუსთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, – ინფორმაციას ინგლისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
იუწყებიან, რომ მწვრთნელმა გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, ძველი ხელშეკრულება კი 2024 წლამდე იქნება ძალაში.
„დიდი ბედნიერებაა, საკუთარი მომავალი მიუძღვნა ასეთ არაჩვეულებრივ კლუბს, – მოჰყავს ედი ჰაუს სიტყვები „ნიუკასლის“ პრესსამსახურს. – ვამაყობ, რომ „ნიუკასლის მთავარი მწვრთნელი ვარ და ვაფასებ ამ კლუბში გატარებულ თითოეულ წუთს“.
ედი ჰაუმ „ნიუკასლი“ 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. ინგლისის ჩემპიონატის გასულ სეზონი მისმა შეგირდებმა სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზე დაასრულეს.