ინგლისის ნაკრების მცველი კირან ტრიპიერი ახლოს არის მადრიდის „ატლეტიკოს“ დატოვებასთან.
BBC-ის მტკიცებით, „ნიუკასლმა“ ესპანელებთან ტრიპიერის ტრანსფერის პირობები შეათანხმა. თანხა 15 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსები დაემატება.
გაზეთ Daily Mail-ის ჟურნალისტმა კრეიგ ჰოუპმა გაარკვია, რომ ტრიპიერი „ნიუკასლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება – მისი ხელფასი კვირაში 100 ათასი ფუნტი იქნება.
ამ სეზონზე 31 წლის მცველმა ლა ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა.