„ნიუკასლმა“ ძირითადი შემადგენლობის მეკარე ტრავმის გამო დიდი ხნით დაკარგა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში „ნიუკასლი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში „ნიუკასლის“ ძირითადი შემადგენლობის მეკარემ, ნიკ პოუპმა მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.
როგორც გაირკვა, 32 წლის ინგლისელ მაკარეს მხრის დაზიანება აქვს და მოედანზე გასვლას, დაახლოებით, ხუთი თვის განმავლობაში ვეღრ მოახერხებს.
ერთ კვირაში „ნიუკასლს“ ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის „მილანთან“, სადაც გაირკვევა, გავა თუ არა ინგლისური გუნდი მერვედფინალში.
მიმდინარე სეზონში ნიკ პოუპმა ინგლისის პრემიერლიგაში მეკარეებს შორის ყველაზე მეტჯერ, ექვსჯერ შეინახა კარი მშრალად.