„ნიუკასლმა“ „ბარსელონას“ ტერ შტეგენში 55 მილიონი ევრო შესთავაზა #1TVSPORT
„ნიუკასლმა“ „ბარსელონას“ ტერ შტეგენში 55 მილიონი ევრო შესთავაზა #1TVSPORT

„ნიუკასლი“ დაინტერესებულია „ბარსელონას“ მეკარის მარკ-ანდე ტერ-შტეგენის შეძენით. Sky Sport Germany-ის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა კატალონელებს 55 მილიონი ევრო შესთავაზა გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლის“ ახალი მფლობელი გახდა საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი, რომელიც უდიდეს ფინანსურ შესაძლებლობებს ფლობს. ელოდებიან, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას „იუნაიტედი“ სერიოზულ თანხას დახარჯავს ახალი ფეხბურთელების შესაძენად.