„ნიუკასლისთვის“ ბრძოლაში ამერიკელი მედიამაგნატი ერთვება
„ნიუკასლისთვის“ ბრძოლაში ამერიკელი მედიამაგნატი ერთვება

ამერიკელი მედიამაგნატი ჰენრი მორისი მზად არის, კონკურენცია გაუწიოს არაბ ინვესტორთა ჯგუფს და „ნიუკასლი“ შეიძინოს, იყობინება ბრიტანული გამოცემა „მირორი“.

მორისის მიერ შეთავაზებული თანხა 400 მილიონ ევროს შეადგენს და მისი მიზანია, ისეთივე მმართველობის მოდელი დაამყაროს „ნიუკასლში“, როგორიც „ლივერპულის“ ახალმა მფლობელებმა დაამყარეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში, 29 ტურის შემდეგ, ნიუკასლს 35 ქულა აქვს და მე-13 ადგილს იკავებს.