„ნიუკასლ იუნაიტედის“ მარჯვენა მცველმა, დეანდრე იედლინმა განაცხადა, რომ აღარ სურს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში თამაში.
„სქაი სპორტსის“ ინფორმაციით, ფეხბურთელი არ აპირებს იმ ქვეყნის ნაკრებში გამოსვლას, რომელშიც ადამიანების სოცოცხლეს საფრთხე კანის ფერის გამო ემუქრება.
გარდა ამისა, იედლინმა მხარი დაუჭირა აქციას, რომლის დროსაც ინგლისის პრემიერლიგის მატჩებში ყველა მოთამაშეს ზურგზე გვარის ნაცვლად Black Lives Matter აწერია.
უფრო ადრე, MLS-ის კლუბმა გაწყვიტა ფეხბურთელთან კონტრაქტი სოციალურ ქსელში მისი ცოლის უხამსი პოსტის გამო.