„ნიუკასლი“, შესაძლოა ამერიკელმა ბიზნესმენმა იყიდოს
„ნიუკასლი“, შესაძლოა ამერიკელმა ბიზნესმენმა იყიდოს

ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Clear TV-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრი მორისი, შესაძლოა ინგლისურ საფეხბურთო კლუბ „ნიუკასლის“ ახალი მფლობელი გახდეს, – ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მორისი კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტში 350 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდის. იტყობინებიან, რომ ამერიკელს ხელშეკრულების გაფორმება 2020/2021 წლების სეზონის დაწყებამდე სურს. ცოტა ხნით ადრე იტყობინებოდნენ, რომ „კაჭკაჭების“ ყიდვა საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბენ სალმანს სურდა, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. საქმე კი ისაა, რომ ბრიტანეთის პარლამენტის 16 წევრმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს თხოვნით მიმართა, რათა არაბ ინვესტორებზე კლუბის მიყიდვა არ განხორციელებულიყო.

შეგახსენებთ, რომ სალმანს 2018 წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშკაჯის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.