ნიუ ორლეანსის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება აღმოსავლეთში მილუოკი და ტორონტო კვლავ დაუმარცხებლები არიან [ვიდეო]
ნიუ ორლეანსის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება აღმოსავლეთში მილუოკი და ტორონტო კვლავ დაუმარცხებლები არიან [ვიდეო]

შვიდი მატჩი ჩატარდა დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. შესანიშნავ ფორმაშია სეზონის სტარტზე, ნიუ ორლეანს „პელიკანსი“. ელვინ ჯენტრის გუნდმა, საკუთარ „კინგ ცენტრში“ ბრუკლინ „ნეტსი“ მიიღო და დრამატულ შეხვედრაში, ანგარიშით 117:115 დაამარცხა. თამაშის დასრულებამდე წუთით და 50 წამით ადრე, სტუმრები 115-108 იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში, მასპინძლებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს მეტოქეს 9:0 გაქცევა გაუკეთეს. ბუნებრივია ამ ყველაფერში, ბრუკლენელებმაც შეუწყვეს ხელი მოწინააღმდეგეს, ელემენტარული შეცდომებით და გადამწყვეტ მომენტებში, ქაოტური შეტევებით. გამარჯვების მომტანი ორქულიანი, ორი წამით ადრე, ნიუ ორლეანსს, ჯრიუ ჰოლიდეიმ შესძინა, რომელმაც თამაში 26 ქულით დაასრულა. ენტონი დევისმა 18 ქულა და 14 მოხსნა გაიფორმა. „პელინაკსი“ ოთხიდან ოთხი მოგებით, დასავლეთ კონფერენციაში, ერთადერთი წაუგებელი გუნდია.

აღმოსავლეთში კი, დაუმარცხებელი სამი გუნდია, მათ შორის ზაზა ფაჩულიას დეტროიტი, მიჩეგანელებს დღეს არ უთამაშიათ. სამაგიეროდ, ზედიზედ მეხუთე მატჩები მოიგეს, მილუოკიმ და ტორონტომ. „ბაქსმა“ მინესოტა „ტიმბერრვულვსი“ მისსავე მოედანზე 125:95 გაანადგურა. აღნიშნულ დაპირისპირებაში, ინტრიგა მესამე მეოთხედის შემდეგ აღარ იყო. სტუმრები 20 ქულით ლიდერობდნენ და ბოლოს ორივე გუნდის თავკაცმა, ლიდერებს, დასვენების საშუალება მისცა. ანტეტუკონპომ მორიგი ორმაგი დუბლი გააკეთა. ბერძენმა კალათბურთელმა, 15 ქულა და 12 მოხსნა შესძინა მილოუკოს. მინეაპოლისელების რიგებში, კარლ ენტონი თაუნსი იყო საუკეთესო 16 ქულით და 7 მოხსნით.

„ბაქსი“ და ტორონტო „რეპტორზი“ უდანაკარგოდ მიდიან. კანადურმა კლუბმა, საკუთარ დარბაზში დალასს „მავერიქსს“ კავაი ლეონარდის ლიდერობით (21 ქულა 9 მოხსნა) 116-107 აჯობა. მომდევნო ტურში, ცენტრალური დაპირიპირება სწორედ ამ ორ ლიდერ გუნდს შორის შედგება. „ბაქსი“ საკუთარ „ბრედლი ცენტრში“ ტორონტოს მიიღებს.

ნიუ იორკი-გოლდენ სტეიტი 100:128
საკრამენტო-ვაშინგტონი 116:112
შარლოტი-ჩიკაგო 135:106
ჰიუსტონი-კლიპერსი 113:133