მორგი მატჩები გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ბოლო პერიოდში ნიუ ორლეანს „პელიკანსი“ შესანიშნავ ფორმაშია. დღეს დილით ელვინ ჯენტრის გუნდი ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და ანგარიშით 121-116 დაამარცხა.
„სტეიპლს ცენტრში“ ჩატარებულ შეხვედრაში ენტონი დევისმა გაიბრწყინა. „პელიკანსის“ ლიდერმა 41 ქულა და 13 მოხსნა გაიფორმა. დამარკუს კაზენსის არყოფნა ნიუ ოლრეანურ კლუბზე ჯერ ჯერობით ნეგატიურად არ ისახება. ეს გამარჯვება პელიკანსისთვის ზედიზედ მე-9 გამოდგა და გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო ოთხეულში გადაინაცვლა. ენტონი დევისს მხარი ჯრიუ ჰოლიდეიმ აუბა, რომელმაც 19 ქულა და 17 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მომდევნო შეხვედრას ნიუ ორლეანს „პელიკანსი“ საკრამენტო „კინგზის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
გასული ტურის ცენტრალური დაპირისპირება, ოკლაჰომას „ჩისპეიკ არენაზე“ შედგა, სადაც ადგილობრივმა „სითი თანდერმა“ ჰიუსტონ „როკეტსს“ უმასპინძლა. მთლიანად რეგულარული სეზონის ლიდერმა, ზედიზედ 16-ე გამარჯვება მოიპოვა.
ჯეიმს ჰარდენის და კრის პოლის შედეგიანი თამაშის წყალობით მაიკ დანტონის გუნდმა, 122-112 დაამარცხა მეტოქე. ჰარდენის ანგარიშზე 23 ქულა, 11 პასი და 5 მოხსნა დაფიქსირდა. კრის პოლის მონაგარმა კი 25 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. მასპინძელთა შორის, რასელ უესტრბუკი გახლდათ საუკეთესო 32 ქულით და 7 პასით. ამ მარცხის შემდეგ, ოკლაჰომა 7-ე ადგილამდე დაქევითდა. „როკეტსისსთვის“ ეს მიმდინარე რეგულარულში, 50-ე გამარჯვება გამოდგა. ტექსასური კლუბი,ამ წარმატებული სერიის გაგრძელებას, მილუოკი „ბაქსის“ წინააღმდეგ შეეცდება.