ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ნელნელა სრულდება და გუნდები პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლას კვლავ განაგრძობენ. ურთულესი კვირა წარმატებით დაასრულა “ნიუ-ორლეანმა”. “პელიკანსმა” 3 დღეში 3 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო. ამჯერად ელვინ ჯენტრის გუნდმა საკუთარ არენაზე “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით 128-125 სძლია.
მოედანზე კვლავ საუკეთესო იყო ენტონი დევისი. ორლეანელთა ლიდერმა პარკეტზე გატარებულ არასრულ 37 წუთში 33 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე 26 ქულაა. რაჯან რონდომ 24 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ლოს ანჯელესელთა შორის ყველაზე მეტი 28 ქულა კენტავიუს კალდველ-პოუპის ანგარიშზეა. ჯულიუს რენდელმა 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე 23 ქულით დაასრულა მატჩი ბრუკ ლოპესმა. “ნიუ ორლეანს” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 43 მოგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება.
შარლოტი – მემფისი 140-79
ორლანდო – ფილადელფია 98-118
ჰიუსტონი – დეტროიტი 100-96 (ოვერტაიმი)
დალასი – იუტა 112-119
საკრამენტო – ატლანტა 105-90