"ნიუ ორლეანმა" "პორტლენდს" მეორე გასვლითი მატჩიც მოუგო
"ნიუ ორლეანმა" "პორტლენდს" მეორე გასვლითი მატჩიც მოუგო

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა პორტლენდში. ადგილობრივმა “ტრეილ ბლეიზერსმა” პირველი მატჩის წაგების შემდეგ “ნიუ ორლეანს” კვლავ საკუთარ არენაზე უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.

“პელიკანსის” გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ჯრუ ჰოლიდეიმ ითამაშა, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. 22 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ენტონი დევისმა. ბრწყინვალე შეხვედრა გამართა რაჟან რონდომ (16 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი), რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა.

“პორტლენდის” რიგებში ყველაზე მეტი 22 ქულა სი ჯეი მაკალუმის ანგარიშზეა. მხოლოდ 17 ქულის დაგროვება შეძლო გუნდის ლიდერმა დემიენ ლილარდმა. 14 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ალ-ფაროკ ამინუმ. მომდევნო, რიგით მესამე მატჩი ამჯერად უკვე ნიუ ორლეანში 20 აპრილს გაიმართება.