ნიუ-ორლეანის მთავარმა მწვრთნელმა ელვინ ჯენტრიმ მედიასთან შეხვედრამდე რამდენიმე კათხა ლუდი დალია (ვიდეო)
ნიუ-ორლეანი წელს უდიდესი ალბათობით პლეიოფის საგზურს ვერ მოიპოვებს. გუნდში, შეიძლება ითქვას, საკმაოდ რთული მდგომარეობაა. პელიკანსის ლიდერ ენტონი დევისს გუნდის შეცვლა სურს.
ორლეანელთა მთავარი მწვრთნელი ელვინ ჯენტრი, იუტასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, როგორც ჩანს, კარგ გუნებაზე იყო. ჯენტრიმ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას უპასუხა, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებს ბოდიში მოუხადა იმისათვის, რომ რამდენიმე კათხა ლუდი ჰქონდა დალეული.