ნიუ იორკში ვიტალი დარსელია-უმცროსმა ლეგენდარული მამის სახელობის აკადემია გახსნა - ჩვენთან არის მწვრთნელი, რომელმაც მამარდაშვილი გაზარდა #1TVSPORT
ამერიკაში ვიტალი დარსელიას სახელობის აკადემია გაიხსნა – ამის შესახებ პირველ არხთან საქართველოს ნაკრების და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ლეგენდარული დონამოელის შვილმა, აკადემიის დამფუძნებელმა, ვიტალი დარასელია-უმცროსმა ისაუბრა.
„ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ პაატა დათუნაშვილის დაარსებულ საფეხბურთო სკოლა „ვიტ ჯორჯიაში“ მწვრთნელად ვმუშაობდი, სადაც დიდი გამოცდილება შევიძინე და შემდეგ საკუთარი აკადემიის გახსნა გადავწყვიტე. ყველა საჭირო საკითხი გადავწყვიტე, პირველი ჯგუფები ჩამოვაყალიბეთ და ნიუ იორკში აკადემია გავხსენი.
გვერდში ბევრი ადამიანი დამიდგა, ვისაც ვიტალი დარასელია ახსოვს და უყვარს. აკადემიაში ქართველებიც არიან და სხვა ქვეყნიდან ემიგრირებულთა შთამომავლები. აკადემია ახლახანს გავხსენით, მაგრამ უკვე 50-მდე ბავშვი მოვიდა და ნელ-ნელა მათი რაოდენობა იზრდება.
ჩემთან მუშაობს „დინამო თბილისის“ აკადემიის მეკარეთა ყოფილი მწვრთნელი ზურაბ ქვაჩახია, რომლის გაზრდილიცაა გიორგი მამარდაშვილი. მინდა, ნელ-ნელა კიდევ სხვა ცნობილი სპეციალისტები მოვიყვანო, ისინი, ვინც კვარაცხელია, დავითაშვილი და ბევრი ცნობილი მოთამაშე გაზარდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ვიტალი დარასელია უმცროსმა.