2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება, მომდევნო წელს კი ტურნირის გადამწყვეტი მატჩი სტამბოლის „ათათურქის“ სტადიონზე შედგება. ამჟამად უეფა განიხილავს 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნიუ იორკში ჩატარებას. ამის შესახებ მსხვილი ესპანური მედიაკომპანიის, „მედიაპროს“ (Mediapro) დამაარსებელმა და დირექტორმა ხაუმე როურესმა.
„მოლაპარაკებები ნიუ იორკში ჩემპიონთა ლიგის ფინალის პოტენციურ ორგანიზატორთან უკვე მიმდინარეობს. მხარეებს სურთ შეისწავლონ ასეთი შესაძლებლობა“, – განუცხადა გაზეთ „სანს“ (The Sun) როურესმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის „ლა ლიგას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ამ სეზონის რამდენიმე მატჩი ჩაატაროს აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე. ამან ხელი უნდა შეუწყოს ევროპული ფეხბურთის პოპულარიზაციას ჩრდილოეთ ამერიკაში. მოთამაშეები ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი დარჩნენ და ოფიციალური პროტესტით გამოვიდნენ. პრიმერას პირველი მატჩი აშშ-ში იანვარშია დაგეგმილი – ერთმანეთს შეხვდებიან „ბარსელონა“ და „ჟირონა“.