ნიუ-იორკის მფლობელი გუნდის გაყიდვას არ აპირებს
ნიუ-იორკის მფლობელი გუნდის გაყიდვას არ აპირებს

ჯეიმს დოლანის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკ ნიქსის გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ყოველთვის უკმაყოფილო იყო. როდესაც ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დოლანი აქციებს ყიდის და გუნდიდან მიდის, ბევრს ეს ამბავი გაუხარდა.

თუმცა ნიქსის მფლობელმა მაიკლ კეისთან რადიოინტერვიუს დროს ნათლად განაცხადა, რომ გუნდიდან წასვლას არ აპირებს. ინტერვიუში დოლანი ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის – სეზონის შემდგომ სატრანსფერო პერიოდს, სადაც ნიუ-იორკი ახალი კალათბურთელების შეძენის საკითხში სავარაუდოდ ძალიან აქტიური იქნება.