მანამდე სანამ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, საკალათბურთო გუნდები მომავალ სატრანსფერო გეგმებზე ფიქრობენ.
ჟურნალისტი იან ბეგლი იუწყება, რომ „ნიუ იორკ ნიქსი” მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე აქტიური იქნება. მისი ერთერთი მთავარი სამიზნე კი „ინდიანას” ერთერთი ლიდერი ვიქტორ ოლადიპოა.
წყარო კონკრეტულ ციფრებსაც ასახელებს. ბეგლის თქმით „ნიქსი” მზად არის ოლადიპოს 4 წლიანი, $80 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოლადიპოს 1 წელზე მეტი მძიმე ტრავმის გამო გაუცდა. ის „პეისერსს” 2020 წლის იანვარში დაუბრუნდა.