„ნიუ-იორკისთვის“ სატრანსფერო სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. კევინ დურანტი და კაირი ირვინგი „ბრუკლინში“ გადავიდნენ. დურანტის სახელს სწორედ „ნიუ-იორკს“ უკავშირებდნენ. აქედან გამომდინარე, ამჟამად გუნდის მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია.
ადრიან ვოჟნაროვსკის თქმით, „ნიქსმა“ „ჩიკაგოს“ აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი ბობი პორტისი დაიმატა. პორტისი 2 წლის განმავლობაში $31 მილიონს მიიღებს. „ნიუ-იორკის“ ხელმძღვანელობას საშუალება აქვს, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონის დროს ვარსკვლავი დაიმატოს, თუმცა რამდენად წარმატებით დაასრულებენ მოლაპარაკებებს საჭირო სპორტსმენებთან „ნიქსის“ ბოსები, ეს სულ მალე გახდება ცნობილი.