ნიუ-იორკ ნიქსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ძვირფასი კლუბია ჟურნალ ფორბსის (Forbes) ვერსიით. ნიქსის ღირებულება შეადგენს 4 მილიარდ დოლარს. გასულ წელს, ეს გუნდი 3.6 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ხუთეულში შედიან: ლეიკერსი (3.7 მილიარდი), გოლდენ სტეიტი (3.5 მილიარდი), ჩიკაგო (2.9 მილიარდი) და ბოსტონი (2.8 მილიარდი).
ყველაზე იაფი გუნდები არიან – ნიუ-ორლეანი და მემფისი. თითოეულის ღირებულება 1.2 მილიარდი დოლარია.
დღეისთვის, ნიუ-იორკს ზედიზედ მე-17 მატჩი აქვს წაგებული რეგულარულ ჩემპიონატში. ეს საკლუბო ანტირეკორდია – ნიქსს ასეთი წარუმატებელი სერია არასოდეს ჰქონია.