„ნიუ იორკ ნიქსი“ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დროს სავარაუდოდ აქტიურად შეეცდება შემადგენლობის გაძლიერებას. ამერიკული მედიის ინფორმაციით, „ნიქსის“ ხელმძღვანელობა კევინ დურანტის შეძენას ცდილობს.
გუშინ კი კიდევ ერთი მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, „ნიუ იორკი“ „გოლდენ სტეიტის“ ცენტრის, დემარკუს კაზენსის ერთწლიან კონტრაქტზე დათანხმეას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი მარკ შტეინი ავრცელებს.