სალონიკის პაოკ-ი ნიკა ნინუას კვლავ გაუშვებს – ინფორმაციას Sdna.gr ავრცელებს. ბერძნული გამოცემის მტკიცებით, 22 წლის ნახევარმცველის თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ ხანმოკლე ყოფნის შემდეგ, ქართველი ამჯერად იჯარით „ლამიაში“ გადავა და საბერძნეთის სუპერლიგის გუნდში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ითამაშებს.
„იანვრის ფანჯარა არის პირველი კლასის შესაძლებლობა გუნდებისთვის, რომ შეცვალონ შემადგენლობა, ასევე შეამსუბუქონ შემადგენლობა იმ მოთამაშეების გაშვებით, რომლებიც წინა როლებში არ არიან. ნიკა ნინუას მიმართ, რომელიც კვიპროსიდან იჯარის შემდეგ სალონიკში დაბრუნდა, უკვე ინტერესი „ლამიამ“გამოავლინა“, – ამტკიცებს გამოცემა.
Sdna.gr-ს ცნობით, საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია:
„სალონიკელებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ფეხბურთელის ტრანსფერზე, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში „ლამიაში“ იჯარით ითამაშებს. ნაბიჯი, რომელიც გაკეთდა იმისთვის, რომ ნინუა ჩემპიონატის რიტმს ეტაპობრივად დაუბრუნდეს“.
ნინა ნინუა 2022 წელს „დინამო თბილისიდან“ პაოკ-მა 850 ათას ევროდ იყიდა, მაგრამ ქართველ ნახევარმცველს სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ჰქონდა თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ იჯარით წავიდა, მაგრამ გუნდი ნახევარი წლის შემდეგ დატოვა.