არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 23 წლამდე ასაკის ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.
„ა“ კატეგორიაში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ნინო თიბილაშვილმა მოიპოვა. ფინალში ის ტაილანდელ ატიტაია ჩოკერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 15:7 დაამარცხა.
თიბილაშვილისთვის, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, ეს მესამე ოქროს მედალია. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ის უკვე მესამე წელია არავის უთმობს.