ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა #1TVSPORT
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ 25 მეტრიანი დისტანციიდან პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.
ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი წარმატებით დაასრულა და 291 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა. დღეს, 30 ივლისს, სწრაფ სროლაში შეჯიბრი გაიმართა, სადაც მან 287 ქულა დააგროვა, 25-ე ადგილი დაიკავა და 578 ჯამური ქულით ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა. სალუქვაძემ პირველი სერია 94 ქულით დაამთავრა, მეორე და მესამე სერიაში კი თავისი შედეგი გააუმჯობესა და 96-97 ქულა დააგროვა.
ლეგენდარული სპორტსმენისთვის ეს მე-9 ოლიმპიადა იყო, რაც ქალებში რეკორდია.