ნიკოლოზ შერაზადიშვილი - ოცნება რეალობად გადავაქციე [ვიდეო]

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ნიკოლოზ შერაზადაშვილმა პირველი კომენტარი ექსკლუზიურად პირველ არხთან გააკეთა.

„სასწაული ემოციაა. ბავშვობიდანვე ოცნება იყო, როგორც ოცნებას, ისე ვუყურებდი და დღეს ეს ოცნება რეალობად ვაქციე. დაუჯერებელია, რომ დღეს მე მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. ქართველი გულშემატკივარი ასე თბილად რომ მიღებს, გულიანად რომ მგულშემატკივრობენ, ამისთვის მადლიერი ვარ. მოქალაქეობა ესპანეთის მაქვს და ამ ქვეყნის სახელით გამოვდივარ, მაგრამ მაინც მგულშემატკივრობენ. დიდი მადლობა ყველას, ვინც იყვირა და მიგულშემატკივრა.“ – განაცხადა ნიკოლოზ შერაზადაშვილმა.

22 წლის სპორტსმენი გახდა ესპანეთის სახელით მოასპარეზე პირველი მამაკაცი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო.