ნიკოლოზ შერაზადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია #1TVSORT
ნიკოლოზ შერაზადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია #1TVSORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან უზბეკ დავლატ ბობონოვს დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით სძლია.

ნიკოლოზ შერაზადაშვილმა მსოფლიოს პირველობა მეორედ მოიგო. ტურნირზე დღეს ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) და მარიამ ჭანტურიამაც (70 კგ.) იასპარეზეს. სამწუხაროდ, ორივე მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ჩვენი გუნდი კი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი