ნიკოლოზ ლობილაძე ჭადრაკის სასახლეში გამართული მედიატურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
ნიკოლოზ ლობილაძე ჭადრაკის სასახლეში გამართული მედიატურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული მედიატურნირის გამარჯვებული ნიკოლოზ ლობილაძე გახდა.

მედიატურნირი ნონა გაფრინდაშვილის 82 წლის იუბილეს მიეძღვნა. ნიკოლოზ ლობილაძემ შვიდიდან შვიდი გამარჯვება მოიპოვა და თასს დაეუფლა.

თენგიზ ჩობანიძე ექვსი ქულით მეორე ადგილზე გავიდა, მიხეილ აბაიშვილმა კი საკუთარ ანგარიშზე 4.5 ქულა მიითვალა და ბრინჯაოს მედალი მიიღო.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად ჩატარდა.