საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “ორიაკის” ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი შესაძლოა მომავალი სეზონიდან იაპონურ “სანვულვზში” ვიხილოთ. კლუბი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, “ზე რაგბიში” ასპარეზობს.
აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთში მომუშავე იაპონელმა ჟურნალისტმა – ჰინატო აკიმოტომ ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა.
“დაუდასტურებელი ინფორმაციით ქართველი ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი (25, ორიაკი) მომავალი სეზონიდან სანვულვზში ითამაშებს. დამატებით ინფორმაციას აუცილებლად შეგატყობინებთ.” – წერს ის.
ქართველი ბურჯი “ორიაკში” მერაბ შარიქაძესთან და გიორგი ცუცქირიძესთან ერთად თამაშობს.