ტუნისში ჩოგბურთის ჩელენჯერი მიმდინარეობს, რომელზეც ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილი პირველ შეხვედრაში გერმანელ ტობიას კამკეს დაუპირისპირდა და მეტოქე საათსა და ოცდაცხრა წუთში, 2 სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა.
მიმდინარე ტურნირზე ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი იქნება.
შეხვედრა 18 აპრილს გაიმართება.