ნიკოლოზ ბასილაშვილი - რეიტინგს არ ვუყურებთ, ჩოგბურთის დონეზე ვართ კონცენტრირებულნი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - რეიტინგს არ ვუყურებთ, ჩოგბურთის დონეზე ვართ კონცენტრირებულნი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე მოპოვებული გამარჯვების თაობაზე, ვრცელი კომენტარი გააკეთა.

„პეკინის ტურნირი ძალზედ პრესტიჟული ღონისძიებაა. ის ბევრ ვარსკვლავს აქვს მოგებული და ჩემი გვარი მათ გვერდით ძალიან დიდი სტიმულია, მე ამით ვამაყობ. ტურნირი ძალიან კარგად ჩავატარე, საინტერესო თამაში იყო დელ პოტროსთან. ჩემი აზრით, დელ პოტრო ახლაც ძალიან კარგ ჩოგბურთს თამაშობს, ის მსოფლიოს მეოთხე ჩოგანია.  ძალიან კარგად გავართვი თავი, რადგან თამაშის წინ, მე და ჩემ გუნდს, შესანიშნავი გეგმა გვქონდა. ჩემი მიზანი არის ჯანმრთელად დავასრულო ეს წელი, სულ სამი ტურნირი დამრჩა სეზონის დასრულებამდე. ჩვენ რეიტინგს არ ვუყურებთ, ძირითადად კონცენტრირებულები ვართ ჩოგბურთის დონის ასამაღლებლად და ჩემი აზრით, რეზულტატებიც თავისით მოვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მომწერა და მგულშემატკივრობს. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი თამაშის წინ უდიდეს სტიმულს მაძლევს.“ – განაცხადა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. ფინალურ შეხვედრაში მან არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.