ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა

მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი ადგილით ქვემოთ დაიწია ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა: დღეისთვის მას 1 767 ქულა აქვს და მსოფლიოს 24-ე ნომერია.

ბასილაშვილმა გასული კვირა გამოტოვა და ორშაბათს ჩაებმება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ATP250-ის ტურნირში. მისი პირველი მეტოქე იქნება სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი, რომელიც მეორე ნომრად არის განთესილი.