ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო, მადლობა გულშემატკივრობისთვის
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო, მადლობა გულშემატკივრობისთვის

ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო და რაფას შემდეგ რაუნდში წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბასილაშვილი გულშემატკივარს მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. დიდი სითბო ვიგრძენი და მადლობა ამისთვის. ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო და რაფას შემდეგ რაუნდში წარმატებებს ვუსურვებ“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი „ფეისბუქზე“.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ოთხ სეტში მოუგო ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მეოთხედფინალში გავიდა – 6:3, 6:3, 6:7(6), 6:4. რაფაელ ნადალმა კორტზევე გააკეთა კომენტარი უმძიმესი მოგების შემდეგ. მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა.