რაფა ნადალი - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა
რაფა ნადალი - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა

ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ, რაფაელ ნადალმა კორტზევე გააკეთა კომენტარი უმძიმესი მოგების შემდეგ.

„შემეძლო, სამ პარტიაში დამესრულებინა მატჩი, მაგრამ არ გამომივიდა. საერთო ჯამში, ტაიბრეიკზე ცუდად არ გამოვიყურებოდი, მაგრამ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა. მან მთელი მატჩი შთამბეჭდავად ჩაატარა. ის ძალიან ძლიერად ურტყამს ბურთს და ხანდახან მეჩვენებოდა, რომ საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი ბურთს. მუდმივად მიწევდა ძალიან ძლიერი დარტყმების წინააღმდეგ ბრძოლა. რთული მოწინააღმდეგეა.
ვცდილობდი, დღეს აგრესიულად მეთამაშა, მაგრამ მეტოქე უფრო აგრესიული იყო. ჩემთვის ეს დიდი მოგებაა“, – განაცხადა ნადალმა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ოთხ სეტში მოუგო ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მეოთხედფინალში გავიდა – 6:3, 6:3, 6:7(6), 6:4.