ნიკოლო სკირას ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძეს „ბოლონია“ იწვევს - ფრანგული გამოცემა ამ ვერსიას ბოლომდე სანდოდ არ თვლის #1TVSPORT
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძეს „ბოლონია“ იწვევს - ფრანგული გამოცემა ამ ვერსიას ბოლომდე სანდოდ არ თვლის #1TVSPORT

ცნობილმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ „ტვიტერის“ გვერდზე გიორგი მიქაუტაძის მომავალთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „მეცის“ ქართველ თავდამსხმელს იტალიაში „ბოლონია“ იწვევს.

იტალიური კლუბი მარკო არნაუტოვიჩის შემცვლელს ეძებს. „ბოლონიის“ მოკლე სიაში არიან უგო კუიპერსი (26 წლის – „გენტი“) და გიორგი მიქაუტაძე (22 წლის – „მეცი“), – ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ავრცელებს.

ფრანგული გამოცემა socios-fcmetz-ი სკირას ვერსიას ბოლომდე სანდოდ არ თვლის, რადგან ზაფხულის მანძილზე მიქაუტაძის შესახებ უამრავი სატრანსფერო ინფორმაცია გავრცელდა და არცერთი მათგანი გამართლდა.

ფრანგული გამოცემის ჟურნალისტი წერს, რომ ადრე მიქაუტაძეს „ლაციოსა“ და „მილანს“ უკავშირებდნენ, ახლა საქმეში სხვა იტალიური კლუბი ჩაერია, მაგრამ მდგომარეობა ერთფეროვანია და ყოველ კვირას ახალ გუნდებთან კავშირი არაფერს ცვლის.

„ბოლონიამ“ გუნდის ლიდერი მარკო არნაუტოვიჩი მილანის „ინტერში“ გაყიდა. გუნდი სერია A-ს გასულ სეზონში მეცხრე ადგილზე გავიდა.