ნიკოლო ძანიოლო ევრო 2020-ს გამოტოვებს #1TVSPORT
ნიკოლო ძანიოლო ევრო 2020-ს გამოტოვებს #1TVSPORT

„რომასა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ევრო 2020-ზე. ამის შესახებ ფეხბურთელმა თავად გამოაცხადა.

„იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩემი მიზანია – მზად ვიყო მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის“, – განაცხადა ძანიოლომ „გაძეტა დელო სპორტთან“ კომენტარში.

21 წლის ფეხბურთელმა 2020 წელს მუხლის ორი მძიმე ტრავმა მიიღო, მათ შორის, ჯვარედინი მყესების გაწყვეტა იყო – სექტემბერში იტალიის ნაკრებში თამაშისას. თებერვლის ბოლოს, ძანიოლო ინდივიდუალურ ვარჯიშებს შეუდგა.