ნიკოლა ვუჩევიჩი კოჭის ტრავმის გამო მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს
ნიკოლა ვუჩევიჩი კოჭის ტრავმის გამო მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს

„ორლანდო მეჯიქი“ მომდევნო ერთი თვის მანძილზე რეგულარულ სეზონზე წარმატების მიღწევას ძირითადი ცენტრის, ნიკოლა ვუჩევიჩის გარეშე შეეცდება.

29 წლის მონტენეგროელმა კოჭის ტრავმა „ტორონტოსთან“ შეხვედრაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს.

მიმდინარე სეზონზე ვუჩევიჩი მატჩში საშუალოდ 17.1 ქულას, 10.2 მოხსნასა და 1.1 პასს აგროვებდა.