ნიკოლა ვუჩევიჩის დრო „ორლანდოში“ ამოიწურა. ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ მონტენეგროელი ლეგიონერი „ჩიკაგოში“ გადადის. მასთან ერთად „ბულსის“ წევრი ვეტერანი ალ ფარუკ ამინუც გახდა.
ამის სანაცვლოდ „ორლანდო“ დრაფტის პირველი რაუნდის ორ კალათბურთელს მიიღებს. ასევე „მეჯიქის“ ღირსებას დაიცავენ ვენდელ კარტერი და ოტო პორტერი.
„ჩიკაგო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 19 მოგებითა და 24 მარცხით მე-10 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.