ნიკოლა მიროტიჩი „მილუოკიში“ გადავიდა
ნიკოლა მიროტიჩი „მილუოკიში“ გადავიდა

„ნიუ ორლეან პელიკანსმა“ გაცვლა ფაქტობრივად სატრანსფერო პერიოდის უკანასკნელ საათებში განახორციელა. საკალათბურთო სამყარო ენტონი დევისის ლოს ანჯელესში გადაბარგებას ელოდა, თუმცა როგორც ჩანს დევისი „პელიკანსში“ ზაფხულამდე დარჩება.

იესპიენის“ (ESPN) ჟურნალისტის ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით ნიუ ორლეანელებმა ნიკოლა მიროტიჩი „მიულოკი ბაქსში“ გაუშვეს. ესპანელი ფორვარდი მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 16.7 ქულას აგროვებს, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

ვოჟნაროვსკის თქმით, გაცვლაში „დეტროიტიც“ მონაწილეობს. მიროტიჩის სანაცვლოდ ორლეანელები მეორე რაუნდის დრაფტის მოთამაშეს მიიღებენ.