„მილუოკი“ მიმდინარე სეზონის ზამთრის სატრანსფერო სეზონზე ნიკოლა მიროტიჩით გაძლიერდა. ახალი გუნდის შემადგენლობაში მიროტიჩმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ პროდუქტიულიც იყო.
სამწუხაროდ „ბაქსის“ მსროლელმა რეგულარულის ბოლო შეხვედრაში თითის ტრავმა მიიღო და როგორც გამოკვლევებმა აჩვენა 28 წლის ფორვარდს რეაბილიტაციისთვის მინიმუმ ორი, ხოლო მაქსიმუმ ოთხი კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „მილუოკის“ რეგულარული სეზონის დარჩენილი ნაწილის გამართვა ნიკოლას გარეშე მოუწევს.
მიროტიჩი „ბაქსში“ ჩატარებულ 14 შეხვედრაში 22.9 წუთში საშუალოდ 11.6 ქულას და 5.4 მოხსნას აგროვებს. სამქულიანი დისტანციიდან ის 35.6 პროცენტიანი სიზუსტით ესვრის.