ნიკოლა იოკიჩი MVP-ის ჯილდოსთვის ბრძოლაში ლიდერობას ინარჩუნებს #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულმა ჩემპიონატმა ეკვატორი გაიარა და ჩამოყალიბდა მოთამაშეთა ჯგუფი, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ პრიზზე – სეზონის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულზე.
NBA-ის ოფიციალური რეიტინგის თანახმად, ისევე როგორც გასულ კვირას, MVP-ის ჯილდოსთვის რბოლაში ლიდერად „დენვერის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი რჩება. სერბი აგრძელებს ფენომენალურ თამაშს და თავის გუნდს დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას უნარჩუნებს.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ მეორე ადგილზე გადავიდა „დალასის“ ლიდერი ლუკა დონჩიჩი. მან გაუსწრო ჯეისონ ტეიტუმს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის გუნდი „ბოსტონი“ მთლიანად რეგულარული ჩემპიონატის ლიდერია.
პირველ ხუთეულში შევიდა „ფილადელფიის“ ცენტრი ჯოელ ემბიდი, რომელმაც TOP 5-დან გამოაგდო კევინ დურანტი. „ბრუკლინის“ ლიდერის ვარდნა მუხლის ტრავმამ და ორი კვირით მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
MVP-ის რეიტინგი NBA.com-ისგან (ფრჩხილებში მითითებულია ადგილი წინა კვირას):
1(1). ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) – 24.9 ქულა, 11.0 მოხსნა, 9.7 პასი
2(3). ლუკა დონჩიჩი (დალასი) – 34.3 ქულა, 9.0 მოხსნა, 8.8 პასი
3(2). ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონ) – 30.6 ქულა, 8.2 მოხსნა, 4.2 პასი
4(5). იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი) – 31.0 ქულა, 11.9 მოხსნა, 5.3 პასი
5(6). ჯოელ ემბიდი (ფილადელფია) – 33.5 ქულა, 9.9 მოხსნა, 4.4 პასი
6(3). კევინ დურანტი (ბრუკლინი) – 29.7 ქულა, 6.7 მოხსნა, 5.3 პასი
7(7-8). ჯა მორანტი (მემფისი) – 27.6 ქულა, 5.9 მოხსნა, 7.9 პასი
8(7-8). დონოვან მიტჩელი (კლივლენდი) – 29.2 ქულა, 4.0 მოხსნა,4.8 პასი
9(9). ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი) – 27.2 ქულა, 7.1 მოხსნა, 3.2 პასი
10(-). შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა) – 30.7 ქულა, 4.8 მოხსნა, 5.6 პასი