ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) სადისციპლინო გადაწყვეტილება მიიღო „დენვერისა“ და „მაიამის“ მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
„ნაგეტსის“ ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა მხარი ზურგში ჩაარტყა „ჰიტის“ ფორვარდს მარკიფ მორისს. ეს იყო სერბის პასუხი მორისის უხეშ ჯარიმაზე. ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს. ინციდენტი მეოთხე მეოთხედში მოხდა.
ახლა, იოკიჩს მოუწევს ერთი მატჩის გამოტოვება (12 ნოემბერს „ინდიანას“ წინააღმდეგ). მორისმა 50 ათასი დოლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.