ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთი არ ჩაერევა სომხეთის შიდა საქმეში
ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთი არ ჩაერევა სომხეთის შიდა საქმეში

რუსეთი არ ჩაერევა სომხეთის შიდა საქმეში, – ეს განცხადება ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, სომხეთში მიმდინარე მოვლენები სომხეთის შიდა პოლიტიკური საქმეა.

„არაერთხელ ვთქვი, სომხეთში მიმდინარე მოვლენებს არ აქვს გეოპოლიტიკური კონტექსტი. ეს 100-პროცენტიანი სიმართლეა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანს შეკითხვა მთავრობის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვეს. ფაშინიანი აცხადებს, რომ არ იცის, რატომ იმყოფებოდნენ სომეხი მაღალჩინოსნები მოსკოვში.

„შესაძლოა, იციან, რომ სომხეთში მხარდაჭერა არ აქვთ და სადღაც სხვაგან სურთ შთაბეჭდილების მოხდენა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი ოპოზიციონერ ლიდერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე არ მივიდა. შეხვედრა სასტუმრო „მერიოტში“ უნდა შემდგარიყო.

ფაშინიანმა გუშინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს უნდა შეხვედროდა.