„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა „ბილბაოს“ თავდამსხმელ ნიკო უილიამსის შეძენით არის დაინტერესებული და 21 წლის ფეხბურთელს მოჰამედ სალაჰის შემცვლელად განიხილავს, რომელიც, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ინგლისურ კლუბს დატოვებს, – იუწყება Todofichajes.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა თავდამსხმელის ტრანსფერით „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი უშუალოდ არის დაინტერესებული და ყურადღებით აკვირდება მის თამაშს.
ნიკო უილიამსმა ესპანეთის ჩემპიონატის ახლად დაწყებულ სეზონში ოთხი მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. გასულ სეზონზე კი „ბილბაოს“ თავდამსხმელმა ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი ასისტი შეასრულა.