ნიკო უილიამსისთვის სატრანსფერო ბრძოლაში „ბარსელონაც“ ჩაერთვება #1TVSPORT
ნიკო უილიამსისთვის სატრანსფერო ბრძოლაში „ბარსელონაც“ ჩაერთვება #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებისა და „ბილბაოს“ ფეხბურთელი კიდევ ერთი გრანდის სატრანსფერო სამიზნეა. ნიკო ულიამსის გადიბირებისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულთან“ ერთად „ბარსელონაც“ ჩაერთვება, – იუწყება Sport.es.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი 21 წლის თავდამსხმელის თამაშით მოხიბლულია და შეეცდება, რომ ნიკო უილიამსი მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ შეიძინოს.

ნიკო უილიამსმა გასულ სეზონში „ბილბაოს“ შემადგენლობაში ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ახალგაზრდა თავდამსხმელს ბასკურ კლუბთან ხლშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.