ნიკო უილიამსი ევრო 2024-ის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ნიკო უილიამსი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რომელშიც მისმა გუნდმა ინგლისი 2:1 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 47-ე წუთზე მატჩში ანგარიში სწორედ ნიკო უილიამსმა გახსნა.
ევრო 2024-ზე ნიკო უილიამსმა სულ ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი უილიამსის თანაგუნდელი როდრი აღიარეს.