ნიკო როსბერგი უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს #1TVSPORT
ნიკო როსბერგი უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონმა ნიკო როსბერგმა განაცხადა, რომ თავის ცოლთან და ქალიშვილებთან ერთად აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინელი ხალხისთვის.

„გოგონები დამეხმარნენ უკრაინელებისთვის განკუთვნილი სათამაშოების, ტანსაცმლის, საკვებისა და კიდევ სხვა ნივთების შეფუთვაში. იმედი გვაქვს, რომ ცოტათი მაინც დავეხმარებით ამ უმძიმეს სიტუაციაში“, – დაწერა გერმანელმა პილოტმა.