ნიკო ჭიკაიძე და ლაშა ჩადუნელი გამარჯვებით იწყებენ
ნიკო ჭიკაიძე და ლაშა ჩადუნელი გამარჯვებით იწყებენ

ძიუდოში თბილისის გრან-პრიმ სტარტი აიღო და ქართველ სპორტსმენებს შორის პირველი გამარჯვებები ნიკო ჭიკაიძემ და ლაშა ჩადუნელმა მოიპოვეს. -60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩადუნელმა ყაზახი ბაურჟა ჟაუნტაევი დაამარცხა, ხოლო ჭიკაიძემ, რომელიც -66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, კვიპროსელ კრის სკურუმუნისს აჯობა. შემდეგ მეტოქედ მას პორტუგალიელი სერგიუ ოლეინიცი ეყოლება, ლაშა ჩადუნელს კი ისრაელის წარმომადგენელი დანიელ ბენ დავიდი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში წინასწარი შეხვედრები მიმდინარეობს, ხოლო ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.